ბათუმი, მელიქიშვილის N81

(0 422) 212 189

transportis.saagento@gmail.com

პარკირების  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი პარკირების წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
2. ტაქსი - შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას.
3. პარკირება - ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა), თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;
4. პარკირების ადგილები - ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;
5. პარკირების საერთო ადგილები - პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც პარკირების წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტირიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
6.  პარკირების სპეციალური ადგილები - პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
7. საზოგადოებრივი სივრცე - განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
8. გზა - საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამოდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს;
9. ქუჩა - გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;
10. ტროტუარი - გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
11. საგზაო მოძრაობა - გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;
12. საგზაო მოძრაობის მონაწილე - პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
13. ქვეითი - პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში, ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე პირი ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი;
14. სამშენებლო მოედანი - მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;
15. სპეციალური დაცული სადგომი - საჯარიმო სადგომი, სადაც პარკირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა;

 

პარკირება ქალაქ ბათუმში ფასიანია

ფასიანი პარკირების ადგილებზე დამონტაჟებულია პარკირების ნიშანი. ამ ადგილებში პარკირების ნიშანს ქვევით განთავსებულია დგომის მეთოდის მანიშნებელი საინფორმაციო დაფა.

 

 

პარკირების ნიშნები:

გზის სავალ ნაწილზე არსებობს დაყენების შემდეგი მეთოდები:

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილის დაყენების მეთოდზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე

"დგომა აკრძალულია"

"გაჩერება აკრძალულია"

იმ შემთხვევაში, თუ გზის სავალ ნაწილზე დგას ნიშნები "დგომა აკრძალულია" და "გაჩერება აკრძალულია": ავტომანქანის დგომა/გაჩერება აკრძალულია როგორც გზის სავალ ნაწილზე ასევე ტროტუარზე, ექვემდებარება დაჯარიმებას ან/და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

გაფრთხილება: პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დაჯარიმებას და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. ყურადღება მიაქციეთ დგომის მეთოდს რათა არ დაარღვიოთ პარკირების წესები!

1.   ქ.  ბათუმის ტერიტორიაზე  პარკირების  წესების  დარღვევისათვის  ავტომანქანა  ექვემდებარება  დაჯარიმებას  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა კოდექსის 1253  მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად  შემდეგ  შემთხვევებში:
  ა.  თუ პარკირების საერთო  ადგილებზე  ავტომანქანა  დგას  დადგენილი  საფასურის  გადახდის გარეშე;
  ბ. თუ ავტომანქანა (ტაქსი) დგას პარკირების სპეციალურ (ტაქსის) ადგილზე დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე;
2. ქ. ბათუმის  ტერიტორიაზე   პარკირების  წესების  სხვა  დარღვევისათვის  ავტომანქანა  ექვემდებარება  დაჯარიმებას  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევაა კოდექსის 1253  მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად  შემდეგ  შემთხვევებში:
ა. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის  პარკირებისას, რომლისთვისაც  გათვალისწინებულია პარკირების  სპეციალური  ადგილები (ტაქსის ადგილები);
ბ.  პარკირების  სპეციალურ  ადგილზე  (ტაქსის ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ადგილი)  იმ ავტომანქანის პარკირებისას, რომლისთვისაც  განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
გ.  პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე  დგომის დადგენილი  წესის (მართობული დგომა, 90 გრადუსიანი დგომა, ან/და 45 გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის  პარკირებისას;
დ.  ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ტროტუარზე  ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო  ნიშანი ან/და მონიშვნის  ნიშანი;
   ე.  იმ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას, რომლებიც  განკუთვნილია   ქვეითად   მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;
ვ. თუ  ავტოსატრანსპორტო  საშუალება დგას  ავტობუსის გაჩერებაზე;
ზ.  თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ხერგავს/აბრკოლებს მოძრაობას.
 3.  ქ. ბათუმის  ტერიტორიაზე   პარკირების  წესების  სხვა  დარღვევისათვის  ავტომანქანა  ექვემდებარება  დაჯარიმებას  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევაა კოდექსის 125  მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად  შემდეგ  შემთხვევებში:
ა. ავტომანქანის  ქუჩის  იმ  ადგილზე  პარკირებისას, სადაც  დგომა ან  გაჩერება  აკრძალულია   (ნიშნების ,,დგომა აკრძალულია"  ან ,,გაჩერება აკრძალულია" მოქმედების ზონა);
 3. ინფორმაცია   ჯარიმასთან დაკავშირებით.
-- ინფორმაციის  მოძიება ავტომანქანის   დაჯარიმების შესახებ, შესაძლებელია სააგენტოს  ვებ-გვერდზე;
--- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) დაკარგვის  შემთხვევაში  ასლის მიღება  შესაძლებელია   სააგენტოში;
---  ჯარიმის თანხის  10 (ათი) ლარის გადახდა შეიძლება  ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში;
--- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) ჩაბარება ხდება სამართალდამრღვევზე ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე;
--- ჯარიმის თანხის 10 (ათი) ლარის  გადახდის  ვადაა  საჯარიმო  ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) კანონით დადგენილი წესით  ჩაბარებიდან  30 დღე;
---  სააგენტოს ვებ-გვერდზე  გადამოწმებისას   ავტომანქანაზე  ჯარიმის აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) ასლის მისაღებად  მოქალაქემ უნდა მიმართოს სააგენტოს შესაბამის სამსახურს  ან დაელოდოს  საჯარიმო  ქვითრის  მიღებას რეგისტრირებულ მისამართზე, ფოსტის საშუალებით,  რომლის  გადახდაც  უნდა განახორციელოს ჩაბარებიდან 30 დღეში;
---- ყველა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) იგზავნება ავტომანქანის მესაკუთრის რეგისტრირებულ მისამართზე;
----  ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე საურავის დარიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან  განსაზღვრულ ვადაში (30 დღე) არ იქნება გადახდილი ჯარიმის თანხა 10 (ათი) ლარი;
---  საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი) ჩაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო"-ში ან საქართველოს ფოსტის ცენტრალურ და რეგიონალურ ოფისებში;
----  თუ ავტომანქანის მესაკუთრის ან მფლობელის  მიერ  საურავის დარიცხვიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში არ იქნება  გადახდილი  ჯარიმისა  და  საურავის თანხა, სულ 160 (ასსამოცი) ლარის ოდენობით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ სააგენტოს მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და საქმე გადაეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით.

პარკირების საფასური განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N 4 დადგენილებით .

 

გადაიხადეთ პარკირების საფასური და გააჩერეთ ავტომობილი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, პარკირების ნებისმიერ ადგილას, 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში, ონლაინ სისტემებით და სწრაფი გადახდის აპარატებში. პარკირების საფასურის გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.

 

ტარიფები:

 

მსუბუქი ტექნიკა

1 დღიანი პარკირება - 1 ლარი
7 დღიანი პარკირება - 5 ლარი
30 დღიანი პარკირება - 10 ლარი
182 დღიანი პარკირება - 25 ლარი
365 დღიანი პარკირება - 40 ლარი

 

ტაქსის პარკირება

10 დღიანი პარკირება - 10 ლარი
20 დღიანი პარკირება - 20 ლარი
30 დღიანი პარკირება - 30 ლარი

 

სპეც ტექნიკის პარკირება

1 დღიანი პარკირება - 3 ლარი
30 დღიანი პარკირება - 30 ლარი
182 დღიანი პარკირება - 150 ლარი
365 დღიანი პარკირება - 250 ლარი

პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია სახაზინო კოდზე - 740747499, მიმღები: ა(ა)იპ-„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“. გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკისა და მათი ფილიალების მეშვეობით, ასევე ონლაინ სისტემებით და სწრაფი გადახდის აპარატებში. პარკირების საფასურის გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.



ჯარიმის გადახდა ხდება საჯარიმო ოქმის საფუძველზე. გადამხდელმა შესაბამისი საჯარიმო ოქმი უნდა წარადგინოს ბანკში და ოქმის ნომრის საფუძველზე უნდა განახორციელოს თანხის გადარიცხვა შემდეგ სახაზინო კოდზე: 300693251. საჯარიმო თანხა შეადგენს 10 ლარს. თუ ჯარიმის ჩაბარებიდან გასულია 30 კალენდარული დღე, გადამხდელს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე გადახდილი უნდა იქნას იმავე სახაზინო კოდზე.

1.  ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო"-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების  სპეციალურ დაცულ სადგომზე  გადაყვანა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ"  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის  საკრებულოს  2010 წლის 15 ოქტომბრის  #25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
 2. პარკირების წესის დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლის მე-5  ნაწილის თანახმად  ავტოსატრანსპორტო  საშუალება  სპეციალურ  დაცულ  სადგომზე  გადაყვანილი იქნება შემდეგ შემთხვევებში:
ა. თუ ავტომანქანა  დგას ისეთ ადგილზე, რომელიც  აფერხებს  საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
  ბ. თუ ავტომანქანა დგას ტროტუარზე;
გ. თუ ავტომანქანა დგას ავტობუსის გაჩერებაზე;
დ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ხერგავს/აბრკოლებს მოძრაობას;
ე. თუ ავტომანქანა დგას ქვეითთა გადასასვლელზე;
ვ. თუ ავტომანქანა დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ადგილზე;
 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად  ავტოსატრანსპორტო  საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი იქნება შემდეგ შემთხვევებში:
ა. თუ ავტომანქანა  დგას  3.27.  ,,გაჩერება აკრძალულია" და  3.28. ,,დგომა აკრძალულია"  ნიშნების ქვეშ;
4.  ავტოსატრანსპორტო  სასუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურია 30 (ოცდაათი) ლარი;
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურია შემდეგი ოდენობა:
ა. თუ ავტომანქანა სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში - 5 (ხუთი) ლარი;
ბ. თუ ავტომანქანა რჩება სპეციალურ დაცულ სადგომზე ღამის განმავლობაში  - ერთი ღამე 10 (ათი) ლარი;
5. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა დასაშვებია:
  ა. სამუშაო დღეებში - 1000  საათიდა 1900  საათამდე;
ბ. სამუშაო დღეებში - 1000  საათიდა 1400  საათამდე;
6. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება აქვთ:
ა. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს;
ბ. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის  მინდობილ პირს;
გ. სამართალდამრღვევს;
დ. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის  პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს (შვილები, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები));
7.  სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება ეძლევა მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა. ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.  ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;      
   გ. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
დ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
   ე. თუ ავტომანქანა გაყავს პირს , რომელიც სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ვ.   თუ ავტომანქანა  გაყავს  ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში  მესაკუთრედ  რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ზ. თუ ავტომანქანა ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანისაციის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტომანქანის გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილი იქნას:
ზ.ა.  საწარმოს, საწესებულების ან ორგანიზაციის  ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამსრომელზე გაცემული მონდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას;
ზ.ბ. სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, როემელსაც სურს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტომანქანის გაყვანა, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.
8.  სპეციალურ  დაცულ  სადგომზე  ავტომანქანის გაყვანამდე მოქალაქეს ხელზე ჩაბარდება საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში.

9. ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო"-ს სპეციალური დაცული საჯარიმო სადგომის  მისამართია:  ქ. ბათუმი, ს. ორბელიანის ქ. #2.