ბათუმის პარკინგი

დაჯარიმების წესები

1. ავტომობილი ექვემდებარება დაჯარიმებას იმ შემთხვევაში თუ:

– არ არის გადახდილი პარკირების საფასური და ავტომობილი დგას ფასიანი პარკირების ადგილზე.

– დარღვეულია დგომის მეთოდი (პარალელური დგომა, 90° გრადუსიანი დგომა ან/და 45° გრადუსიანი დგომა).

– ადგილი აქვს ორმაგ პარკირებას

– ავტომობილი დგას სპეციალური პარკირების (ტაქსის) ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე

– ავტომანქანის პარკირება სპეციალურ (ტაქსის) ადგილზე, რომლისთვისაც არ არის განსაზღვრული პარკირების სპეციალური ადგილები.

– ავტომობილი გაჩერებულია/დგას ნიშნების "დგომა აკრძალულია" ან "გაჩერება აკრძალულია" მოქმედების ზონაში.

– ავტომობილი გაჩერებულია ტროტუარზე

2. ინფორმაცია ჯარიმასთან დაკავშირებით

– ინფორმაციის მოძიება ავტომობილის დაჯარიმების შესახებ, შესაძლებელია სააგენტოს ვებ–გვერდზე.

– ჯარიმის ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია ქვითრის ასლის მიღება ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო" –ში, ასევე შესაძლებელია ჯარიმის ნახვა სააგენტოს ვებ–გვერდზე.

– ჯარიმის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში.

– ჯარიმის გადახდის ვადა არის 30 დღე ჯარიმის ჩაბარებიდან რეგისტრაციის მისამართზე.

– ჯარიმის ქვითარზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე) მითითებულია მუხლი რომლითაც მოხდა დაჯარიმება.

– სააგენტოს ვებ–გვერდზე ავტომობილის ჯარიმის აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ასლის მისაღებად მიმართეთ ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო" –ს ან დაელოდეთ ჯარიმის მისვლას ავტომფლობელის რეგისტრაციის მისამართზე.

– ყველა ჯარიმის ქვითარი იგზავნება ავტომფლობელის რეგისტრაციის მისამართზე

– სააგენტოს ვებ–გვერდზე ავტომანქანის ჯარიმის გადამოწმებისას მოქალაქეს თუ ახმოუჩნდება ჯარიმა, ჯარიმის საფასური უნდა გადაიხადოს საბანკო დაწესებულებაში, ან მიიხოს ჯარიმის ასლი ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო" –ში ან დაელოდოს ჯარიმის მისვლას ავტომფლობელის რეგისტრაციის მისამართზე.

– ჯარიმის ქვითარი ბარდება ავტომობილის მესაკუთრეს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს რეგისტრაციის მისამართზე.

– საურავის დარიცხვა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ჯარიმა ჩაბარდა ხელზე (მაგ: საჯარიმო სადგომზე) ან რეგისრტაციის მისამართზე და მან არ გადაიხადა ჯარიმის თანხა ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

– ჯარიმის ქვითრის ჩაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო" –ში ან საქართველოს ფოსტის ცენტრალურ ოფისში.